საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპული პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
- სალომე ზურაბიშვილი: ევროპარლამენტარები საქართველოში ჩამოვიდნენ მნიშვნელოვან მომენტში, ჩვენთვის ცოტა თუ ყოფილა ასეთი ისტორიული მომენტი
- დევიდ მაკალისტერი: როდესაც ვსაუბრობთ საქართველოზე, სამწუხაროდ, ერთი სიტყვა ყოველთვის წამოიჭრება ხოლმე, ეს არის პოლარიზაცია
შეხვედრაზე განხილული იყო ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების საკითხი.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ წევრის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ევროპარლამენტის წევრების მთავარი გზავნილი იყო, რომ ოპოზიცია სრულად უნდა შეუერთდეს ყველა ფორმატს, სადაც ხდება 12- პუნქტიან გეგმაზე მუშაობა.
- ევროპის გაფართოება კვლავ რჩება მხოლოდ დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად, რომელიც მოითხოვს შესაბამის რეფორმებს - დევიდ მაკალისტერი
- ვიოლა ფონ კრამონი: აქ არ ვართ ვინმეს ომში ჩასათრევად, პირიქით, გვსურს თქვენი ქვეყანა ევროკავშირისკენ სწორ გზაზე ვიხილოთ
„ერთადერთი სწორი გამოსავალია, რომ ოპოზიციამ „ქართულ ოცნებას“ არ მისცეს არგუმენტი ხელში, რომ შემდგომში ოპოზიცია დაადანაშაულოს 12 პუნქტის არ შესრულებაში. უნდა დავსხდეთ მაგიდასთან და ვიმუშაოთ ამ 12 პუნქტის შესრულებაზე და თუ ვიღაც არ შეასრულებს ამ პუნქტებს, ესეც გავხადოთ საჯარო და ვუთხრათ საზოგადოებას“, - აღნიშნა ლევან იოსელიანმა.
საპარლამენტო ოპოზიციიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“, პოლიტიკური ჯგუფების - „„ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“, „მოქალაქეების“, „გირჩის“, „რეფორმების ჯგუფის“ და „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები, ასევე, უფრაქციო პარლამენტის წევრები.