თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ აზერბაიჯანელ კოლეგასთან ჯეიჰუნ ბაირამოვთან სატელეფონო საუბარი გამართა.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში ბოლო მოვლენებზე ისაუბრეს.
მინისტრებმა ასევე თურქეთ-აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობების, ამჟამინდელ მდგომარეობისა და განვითარების პერსპექტივებზე მოსაზრებები გაცვალეს.