რუსეთმა მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი1“ - ით გერმანიისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება განაახლა, რომელიც 11 ივლისს, ათი დღით „ყოველწლიური გეგმური ტექნიკური მომსახურების“ მიზნით შეაჩერა.
- ირანში ვიზიტისას პუტინმა განაცხადა, რომ ევროპისთვის გაზის მიწოდება კიდევ შემცირდება - Deutsche Welle
გაზსადენის ოპერატორი კომპანიის, „გაზპრომის“ შვილობილი Nord Stream AG-ს ინფორმაციით, მილსადენი ისევ 40%-იანი დატვირთვით იმუშავებს. დანარჩენ 60%-ს ევროპა რუსეთისგან ივნისის შუა რიცხვებიდან ვეღარ იღებს. რუსული მხარის მტკიცებით, ეს იმის შედეგია, რომ სანქციების გამო კანადამ „სიმენსის“ ტურბინები არ დაააბრუნა, რომლებსაც მონრეალში არემონტებდნენ. გერმანიასთან მოლაპარაკების შედეგად, 17 ივლისს, კანადამ ტურბინები გერმანიაში გაგზავნა, თუმცა, „გაზპრომი“ აცხადებს, რომ შესაბამისი დოკუმენტები ამ დრომდე არ მიუღია.
19 ივლისს, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 26 ივლისისთვის „ჩრდილოეთის ნაკადით“ გაზის ტრანსპორტირება შესაძლოა, კიდევ უფრო შემცირდეს, რადგან შესაკეთებელია სხვა ტურბინაც.
გასულ კვირას კანადის მთავრობა დათანხმდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამონაკლისს და გერმანიაში Nord Stream-ის ტურბინა გაგზავნა. კანადაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება გერმანიის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და რისკის შესამცირებლად მიიღეს. რადგან არის რისკი, რომ რუსეთის ფედერაცია „ჩრდილოეთის ნაკადი1“-ით ევროპისთვის გაზის მიწოდებას არ განაახლებს.
11 ივლისიდან რუსეთმა ევროპისთვის ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მიმწოდებელი გაზსადენით, „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით“ გაზის მიწოდება შეწყვიტა.