ყაზახეთი მზადაა „მაზარი-შარიფი-ქაბული-პეშავარის“ რკინიგზის მშენებლობაში ჩაერთოს. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ თოყაევმა განაცხადა.
მისი თქმით, ცენტრალურ აზიაში რეგიონის სატრანსპორტო კავშირების გაძლიერება მნიშვნელოვანია. „ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში ცენტრალური აზიის რეგიონის როლი ტრანსკონტინენტური ვაჭრობის სეგმენტში მიზანმიმართულად იზრდება“, - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა.
თოყაევის თქმით, ყაზახეთი აქტიურად ავითარებს ტრანსკასპიურ საერთაშორისო მარშრუტს. ამსთან, ქვეყანა მზადაა მონაწილეობა მიიღოს მაზარი-შარიფი-ქაბული-პეშავარის“ რკინიგზის მშენებლობაში.
„ჩვენ შეგვიძლია, უზრუნველვყოთ საშენი მასალების უწყვეტი მიწოდება“ - დააზუსტა თოყაევმა.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის თებერვალში უზბეკეთმა, ავღანეთმა და პაკისტანმა ტაშკენტში დაამტკიცეს საგზაო რუკა, რომელიც მაზარი-შარიფი-ქაბული-პეშავარის“ რკინიგზის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის ღირებულება $5 მილიარდია.