ევროკავშირი კარლ ჰარცელს მხარდაჭერას უცხადებს

ევროკავშირი სრულ მხარდაჭერას უცხადებს კარლ ჰარცელს, რომელმაც დიდი სამუშაო გასწია ევროკავშირისა და საქართველოს დაახლოებისთვის. ამის შესახებ ევროკავშირის პრესსპიკერი პიტერ სტანო Twitter-ზე წერს.

„საქართველო: ევროკავშირის დღის წესრიგით გათვალისიწინებული რეფორმების განხორციელება ადგილობრივი პოლიტიკოსების ამოცანაა, საკუთარი შეუსრულებელი ამბიციების გამო სხვების დადანაშაულება მხოლოდ ადასტურებს მეტი დროის საჭიროებას იმის გასაგებად, თუ როგორ მუშაობს ევროკავშირი და ეს რეფორმები საშინაო დავალებაა. ევროკავშირი სრულ მხარდაჭერას უცხადებს კარლ ჰარცელს, რომელმაც დიდი სამუშაო გასწია ევროკავშირისა და საქართველოს დაახლოებისთვის", - წერს პიტერ სტანო.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 20 ივლისს განაცხადა, რომ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში.