"კარლ ჰარცელისთვის შეურაცხყოფა არავის მიუყენებია, ადამიანებმა თავიანთი მოსაზრება გამოთქვეს. ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ ადამიანზე აქვს თავისი მოსაზრების გამოხატვის შესაძლებლობა", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
"არ ვიცი, ვერ გეტყვით რას გულისხმობს (კელი დეგნანი) კრიტიკაში. შეურაცხყოფა არავის მიუყენებია, როგორც ვიცი. ადამიანებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრება. მთავარია, ეს ყველაფერი იყოს ზრდილობის ფარგლებში. ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ ადამიანზე აქვს თავისი მოსაზრების გამოხატვის შესაძლებლობა", - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 20 ივლისს განაცხადა, რომ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში.