ლიბიამ სამთვიანი შესვენების შემდეგ საბადოებიდან და პორტებიდან ნავთობის ექსპორტი განაახლა. ამის შესახებ 21 ივლისს ლიბიის ნაციონალურმა ნავთობკომპანიამ (National Oil Corporation, NOC) განაცხადა.
კომპანიაში განაცახდეს, რომ ტანკერი Matala სიდრის პორტში ნედლეულითაა დატვირთული, რომელიც იტალიაში 1 მილიონ ბარელ ნავთობს ჩაიტანს.
ნავთობის წარმოება განახლდა ვაჰა პეტროლისა და კიდევ ხუთ საბადოზე, რომლებიც El-Huruç-სა და Arabian Gulf Oil Company-ს ეკუთვნის. „წარმოება ეტაპობრივად გაიზრდება, სანამ კვლავ ნორმალურ დონეს დაუბრუნდება“, - ნათქვამია NOC-ის შეტყობინებაში.
16 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ლიბიის ნავთობის საბადოებსა და პორტებთან დაკავშირებული კრიზისი მოგვარდა და ექსპორტი განახლდება.