22 ივლისს დამტკიცებული სანქციების მეშვიდე პაკეტის ფარგლებში ევროკავშირმა სანქციები რუსეთის 57 ფიზიკურ პირს დაუწესა.
სანქცირებულთა სიაშია მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი. ასევე სანქციები მსახიობებს სერგეი ბეზრუკოვსა და ვლადიმერ მაშკოვს დაეკისრათ. ევროკავშირის სანქციების სიაში შედიან Rostec-ის ხელმძღვანელის სერგეი ჩემოზოვის ვაჟი სტანისლავი, ვიცე-პრემიერი ანდრეი ბელუსოვი, Night Wolves ბაიკერ კლუბის ლიდერი ალექსანდრე ზალდოსტანოვი და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მუდმივი წარმომადგენელი კავკასიის ფედერალურ ოლქში იური ჩაიკა.
სიაში ასევე არიან კემეროვოს რეგიონის გუბერნატორი სერგეი ცივილევი. მისი მოადგილე რომან გოვორი (ალექსანდრე გოვორის ვაჟი, რომელმაც რუსეთში მაკდონალდსის ბიზნესი იყიდა) და სახელმწიფო დუმის დეპუტატი ადამ დელიმხანოვი.
სანქციები ასევე შეეხო ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებს. სანქცირებულია რუსეთის FSB-ს დირექტორის პირველი მოადგილე სერგეი კოროლევი, რუსეთის ფედერაციის ეროვნული გვარდიის ჯარების ფედერალური სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე - რუსეთის ფედერაციის ეროვნული გვარდიის ჯარების მთავარსარდალი ვიქტორ სტრიგუნოვი.
სანქციების ქვეშ მოხვდნენ ურალის სამთო და მეტალურგიული კომპანიის გენერალური დირექტორი ანდრეი კოზიცინი, ბავშვთა ომბუდსმენი მარია ლვოვა-ბელოვა და რუსეთის ფედერაციის მთავრობის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე ანდრეი ბელუსოვი. გარდა ამისა, შემოღებულია შემაკავებელი ზომები სანქცირებული ბიზნესმენების ზოგიერთი ნათესავის, მათ შორის ოლიგარქ ოლეგ დერიპასკას მიმართ.
ორგანიზაციებს შორის, Sberbank-ის გარდა, რომელთა მიმართებითაც სანქციები გაფართოვდა არის FORSS კომპანიების ჯგუფი, რომელიც გემთმშენებლობის ბაზრებზე საქმიანობს და სარაკეტო და კოსმოსური ინდუსტრიის საწარმო Kvant Research and Production Association JSC, Avlita კომპანია, რომელიც პორტებში მუშაობს.
სანქციების სიაში ასევე მოხვდა სრულიად რუსეთის ბავშვთა და ახალგაზრდობის სამხედრო პატრიოტული საზოგადოებრივი მოძრაობა, ორგანიზაცია რომელიც ეწევა რუსული ენისა და კულტურის პოპულარიზაციას. სანქციებს ქვეშ მოექცა „რუსული სამყარო“, გორჩაკოვის სახელობის სახალხო დიპლომატიის ფონდი.
ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც სანქციების სიაში მოხვდნენ, ეკრძალებათ ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა და აქტივები გაეყინებათ.