თურქეთი ამაყობს თავისი წვლილით სასურსათო კრიზისის აღმოფხვრაში, რაც დიდი ხანია, მსოფლიო საზოგადოების დღის წესრიგშია. ამის შესახებ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პარასკევს სტამბოლში მარცვლეულის დერეფნის შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიაზე გამოსვლისას განაცხადა.
ერდოღანის თქმით, უახლოეს დღეებში შავ ზღვაში საზღვაო ტვირთების გადაზიდვა განახლდება, რაც რიგი ქვეყნების სასურსათო უსაფრთხოებაზე დადებითად აისახება.
„შეთანხმებები მოიცავს ყველა ეტაპს: გემების გასვლიდან და უსაფრთხო ტრანსპორტირებიდან, დანიშნულების პორტებში ჩასვლამდე. ამ უაღრესად მნიშვნელოვანი გეგმის განხორციელება და მონიტორინგი სტამბოლის ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის მეშვეობით მოხდება“, - განაცხადა თურქეთის ლიდერმა.
22 ივლისს დოკუმენტს „ინიციატივა უკრაინის პორტებიდან მარცვლეულისა და საკვები პროდუქტების უსაფრთხო ტრანსპორტირებისთვის“ ხელი თურქეთის პრეზიდენტის ერდოღანისა და გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის თანდასწრებით მოეწერა. დოკუმენტს თურქეთის ეროვნული უშიშროების მინისტრმა ჰულუსი აკარმა, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ, უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრე კუბრაკოვმა და გაეროს გენმდივანმა ანტონიო გუტერეშმა მოაწერეს ხელი