იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის სინძო აბეს მკვლელობაში ბრალდებულ ტეცუია იამაგამის წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
როგორც ცნობილია, სასამართლომ უნდა დაადგინოს, შეუძლია თუ არა ყოფილი პრემიერ-მინისტრის მკვლელობაში ბრალდებულს ჩადენილ დანაშაულზე პასუხისგება.
ამასთან, 41 წლის იამაგამი ფსიქიატრიულ ექსპერტიზას გაივლის.
ცნობისთვის, 8 ივლისს, იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ შინძო აბეს, ქალაქ ნარაში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ყოფილი პრემიერ-მინისტრი კლინიკაში დაიღუპა.
ასევე წაიკითხეთ: