შარლ მიშელი: ჩვენ არასოდეს მივიღებთ სასტიკი ძალადობით მართულ სამყაროს. უკრაინა აღდგება

„უკრაინას სჭირდება ევროკავშირი, ევროკავშირს ასევე სჭირდება უკრაინა. უკრაინა გახდება უფრო ძლიერი, თავისუფალი და აყვავებული, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა კიევში სახელმწიფოების პირველი პირების მეუღლეების მეორე საერთაშორისო სამიტისადმი მიძღვნილ ვიდეოგზავნილში განაცხადა.

„თქვენ, უკრაინელი ხალხი, მამაცურად იბრძვით თქვენი თავისუფლებისთვის. ჩვენ მხარს გიჭერთ თქვენ და მხარს ვუჭერთ თქვენს ქვეყანას. პირველივე დღიდან ვდგავართ თქვენ გვერდით, ერთიანობით და კონკრეტული მხარდაჭერით. თქვენ მარტო არ ხართ. ჩვენ ვიდგებით თქვენთან ერთად იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა. ჩვენ არასოდეს შევეგუებით სასტიკი ძალადობით მართულ სამყაროს. უკრაინა აღდგება. უკრაინას სჭირდება ევროკავშირი, ევროკავშირს ასევე სჭირდება უკრაინა. უკრაინა გახდება უფრო ძლიერი, თავისუფალი და აყვავებული”,- განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა

როგორც ცნობილია, უკრაინის პირველი ლედის, ოლენა ზელენსკას ინიციატივით, 23 ივლისს კიევში სახელმწიფოების პირველი პირების მეუღლეების მეორე საერთაშორისო სამიტი გაიმართა.