ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯო ბაიდენს მიმართა. იტყობინება სახელმწიფო მაუწყებელი CCTV. მისივე ცნობით, ჩინეთის ლიდერმა ბაიდენს გამოჯანმრთელება უსურვა. ბოლო ვირტუალური სამიტიდან ოთხი თვის შემდეგ, პრეზიდენტებს შორის ეს პირველი საჯარო კონტაქტია. აშშ-ისა და ჩინეთის ურთიერთობები, მათ შორის ტაივანისა და უკრაინის საკითხების გამო კვლავ გაუარესდა.
„მინდა, გამოვხატო ჩემი ღრმა თანაგრძნობა და სწრაფი გამოჯანმრთელება გისურვოთ“, - წერს სი ძინპინი გზავნილში.
შეგახსენებთ, ჯო ბაიდენს კორონავირუსი დაუდასტურდა. თეთრი სახლის ცნობით, მას მსუბუქი სიმპტომები აქვს და მუშაობას დისტანციურად განაგრძობს.