გერმანიის პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის ფონზე ევროპამ ერთიანი პოზიცია უნდა შეინარჩუნოს. ამის შესახებ Spiegel წერს.
მისი თქმით, ომი, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს „არის ომი ევროპის ერთობის წინააღმდეგ“.
„ჩვენ არ უნდა მივცეთ უფლება, რომ გაგვყონ და ევროპის ერთიანობა დაირღვეს“, - აღნიშნა შტაინმეიერმა.
მისი თქმით, საქმე არ ეხება მხოლოდ უკრაინის ტერიტორიას, აქ „საუბარია ჩვენს ფასეულობებსა და სისტემას, რომელიც მშვიდობას უზრუნველყოფს.“
შეგახსენებთ, რომ ლიეტუვას პრემიერ-მინისტრმა ინგრიდა შიმონოტემ განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა გამოიჩინოს მოთმინება და არ დაიღალოს და რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესოს.