ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველო სანქცირებულ ნავთობს არ ყიდულობს. ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველო სანქციებს მაქსიმალური პასუხისმგებლობით იცავს.
„არცერთი შენიშვნა საქართველოს მიმართ ამ კუთხით არ არსებობს. კონკრეტულად, ამ კომპანიების მიერ შეძენილი ნავთობი არ არის სანქცირებული. ასეთივე ნავთობს ევროპის ძალიან ბევრი ქვეყანა ყიდულობს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა „ვისოლის“, „არაგვი იმპექსისა“ და „ლუკოილის“ შესახებ შეკითხვის საპასუხოდ.
რაც შეეხება სანქციების აღსრულების მექანიზმებს, დავითაშვილის თქმით, ამ კუთხითაც საქართველოს საბაჯო სტრუქტურებს ჰქონდათ სტრატეგიულ პარტნიორებთან ჰქონდათ კონტაქტი. „ყველა სახელმიწოფო უწყება ექსპერტებთან იყო ჩართული პროცესში, როდესაც ხდებოდა სანქციების აღსრულების მექანიზმების განმარტებები და გადაწყვეტილებები ნავთობთან და ნავთობპროდუქტებთან მიმართებით, სტრატეგიულ პარტნიორებთან არის შეთანხმებული. ასე რომ, ეს საკითხი შეგვიძლია, დავხუროთ“, - აღნიშნა დავითაშვილმა.