სამხრეთ ირანში, „სპარსის გაზის საბადოს“ ჩრდილოეთით, გაზის ახალი საბადო აღმოაჩინეს. ამის შესახებ ირანის პარლამენტის ენერგეტიკის საკითხთა კომისიის წარმომადგენელმა მალიქ შარიათი ნიასერმა განაცხადა.
მისი თქმით, გაზის ახალ საბადოზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
წინასწარი მონაცემებით, გაზის საბადოს მარაგი ტრილიონ კუბურ მეტრს შეადგენს.