ამერიკელმა ბიზნესმენმა და Indianapolis Colts ეროვნული საფეხბურთო ლიგის (NFL) გუნდის მფლობელმა ჯიმ ირსეიმ აუქციონზე მუჰამედ ალის მსოფლიო კრივის საბჭოს (WBC) საჩემპიონო ქამარი $6,18 მილიონად იყიდა.
ალიმ 1974 წელს ამერიკელ ჯორჯ ფორმენთან დუელში მოიგო ქამარი, რომელმაც მეტოქე მერვე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.
ირსისთვის ეს აუქციონზე პირველი ძვირადღირებული შენაძენი არ არის. ბიზნესმენი ფლობს რამდენიმე გიტარას, რომელიც ელვის პრესლისა და ჯონ ლენონს ეკუთვნოდა.
მუჰამედ ალი 1942 წელს დაიბადა. მან სახელი კასიუს კლეი უმცროსი, 1964 წელს ისლამის მიღების შემდეგ შეიცვალა. ალი არის 1960 წლის ოლიმპიური ჩემპიონი მსუბუქ წონაში, მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი მძიმე წონაში (1964-1966, 1974-1978). მოკრივემ 61 ბრძოლა ჩაატარა, საიდანაც 56 მოიგო (37 ნოკაუტით). ალი 2016 წელს გარდაიცვალა.