კვიპროსი მზადაა, ევროკავშირს რუსულ გაზზე დამოკიდებულების დაძლევაში დაეხმაროს

კვიპროსის ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლის ნატაშა პილიდისის განცხადებით, ევროკავშირის სურვილი, რომ რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლდეს, კუნძულოვანი სახელმწიფოს სტრატეგიულ როლს აძლიერებს. ამის შესახებ პილიდისმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.

„კვიპროსის გაზისთვის ევროპა კარგი პოტენციური მომხმარებელია. რადგან ევროკავშირმა დაადასტურა, რომ  2049 წლამდე ბუნებრივი აირი სამომხმარებლო საწვავად დარჩება. ასე რომ კომპანიებს ახლა შეუძლიათ დადონ გრძელვადიანი კონტრაქტები“, - განაცხადა კვიპროსის ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენელმა.

ვინაიდან კვიპროსი პატარა ქვეყანაა, ის ცოტა გაზს მოიხმარს, მისი კუნძულოვანი მდებარეობის წყალობით, გაცილებით მეტს აწარმოებს ოფშორში.

ამრიგად, 2023 წლის დასაწყისში დაგეგმილია კიდევ ერთი ჭაბურღილის ბურღვა ოფშორულ აფროდიტეს საბადოზე, რომლის მარაგი 125 მილიარდ კუბურ მეტრამდეა შეფასებული. სამუშაოები სრულად 2027 წლისთვის დასრულდება.

„კვიპროსს ასევე სურს, ისარგებლოს ბერძნული ენერგეტიკული კომპანიის Energean Plc-ის გეგმით, რათა ააშენოს დაახლოებით 200 კილომეტრიანი მილსადენი მისი ოფშორული საბადოდან ისრაელში, ქალაქ ვასილიკოსამდე კუნძულის სამხრეთ სანაპიროზე“, - თქვა პილიდისმა.

დაგეგმილია, რომ მილსადენმა წელიწადში დაახლოებით 3,5 მილიარდი კუბური მეტრი თხევადი ბუნებრივი აირი გაატაროს. კვიპროსი მოელის, რომ მისი მშენებლობა 2026 წლისთვის დასრულდება. 

20 ივლისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა თავისი გეგმა, რომელიც ევროპაში გაზის მოხმარების 15%-ით შემცირებას ითვალისწინებს. უფრო კონკრეტულად, პაკეტი მიზნად ისახავს, გაზზე მოთხოვნა ყველა წევრმა სახელმწიფომ 15%-ით, 2022 წლის აგვისტოდან 2023 წლის მარტამდე შეამციროს. წევრ სახელმწიფოებს სექტემბრამდე აქვთ ვადა, აჩვენონ, თუ როგორ შეძლებენ ამ მიზნის მიღწევას.