18 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით, საქართველოში კორონავირუსი 10 253 ადამიანს დაუდასტურდა, რაც წინა მონაცემებთან შედარებით, 2441-ით მეტი ახალი შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა 7508 პაციენტი და გარდაიცვალა 5 კოვიდინფიცირებული.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სულ ჩატარდა 74 245 ტესტი.
დადებითობის მაჩვენებელმა 13.81% შეადგინა.
საქართველოში კოვიდინფიცირების სულ 1 686 218 შემთხვევაა აღრიცხული, 16 859 გარდაიცვალა.
ცნობისთვის, 10 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით საქართველოში კოვიდინფიცირების 7 812 შემთხვევა გამოვლინდა.
ვრცლად წაიკითხეთ