სტამბოლში ამუშავდა ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც „ხორბლის დერეფნების“ მუშაობას მონიტორინგს გაუწევს. ამის შესახებ უკრაინული მედია თურქულ მხარეზე დაყრდნობით წერს.
მედიის ცნობით, უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალქსანდრ კუბრაკოოვი თურქეთის თავდაცვის მინისტრ ჰულუსი აკარს შეხვდა.
„ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის მუშაობა ინტენსიურად გრძელდება“, - აღნიშნა ჰულუსი აკარმა.
ამასთან განაცხადა, რომ ხორბლის გადმოტვირთვა ამ კვირაში დაიწყება და მთავარია უკრაინის პორტებიდან პირველი გემი სწრაფად დაიძრას.
ჰულუსი აკარის განცხადებით, მისი ქვეყანა მზადაა, რომ სტამბოლში მიღწეული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულონ.
სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები. რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში 23 ივლისს მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა.
რას მოიცავს სტამბოლის შეთანხმება, წაიკითხეთ ვრცლად.