ბრიტანეთმა რუსეთის რეგიონების ხელმძღვანელებისა და იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ბრიტანეთმა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო სანქციების სია გააფართოვა.
სანქცირებულთა სიაში რუსეთის კიდევ 41 მოქალაქე მოხვდა, რომელთაც ბრიტანეთში შესვლა აეკრძალათ, ხოლო მათი აქტივები დაყადაღდება. სანქცირებულთა სიაშია რუსეთის რეგიონების ხელმძღვანელებთან ერთად იუსტიციის მინისტრი კონსტანტინ ჩუიჩენკო, ბიზნესმენ ალიშერ უსმანოვის ნათესავები და ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის ხელმძღვანელი ვიტალი ხოცენკო, ასევე ე.წ. ლუგანსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მოადგილე ვლადისლავ კუზნეცოვი და სევასტოპოლის გუბერნატორი მიხაილ რაზვოჟაევი.
მანამდე, საფრანგეთის ფინანსურმა პროკურატურამ ივლისის დასაწყისიდან რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გარემოცვის, (ოლიგარქების) იმ ქონების წარმომავლობის შესწავლა დაიწყო, რომელიც საფრანგეთის ტერიტორიაზე მდებარეობს.