უკრაინამ გერმანიისგან მძიმე შეიარაღება მიიღო.
გერმანიამ უკრაინას ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემები Mars II და თვითმავალი ჰაუბიცები გადასცა. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კრისტინ ლამბრეხტმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინისთვის სხვა სისტემების გადაცემაც იგეგმება.
„უკრაინას გადავეცით ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემები Mars II და თვითმავალი ჰაუბიცები Panzerhaubitzen 2000-ი, ჩვენ სიტყვას ვასრულებთ“, - განაცხადა ლამბრეხტმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა გუშინ განაცხადა, რომ გერმანიიდან გეპარდის პირველი სამი თვითმავალი საზენიტო იარაღი და რამდენიმე ათეული ათასი ტყვია საბრძოლო მასალა მიიღეს.
მთლიანობაში, უკრაინა ბუნდესვერისგან 30 გეპარდის ტანკს (საბრძოლო მასალით); Mars II-ის სამ მრავალჯერად სარაკეტო სისტემასა და 10 Panzerhaubitzen 2000 თვითმავალ ჰაუბიცას მიიღებს.