საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კამერუნში, ბენინსა და გვინეა-ბისაუში ოთხდღიანი ვიზიტის დროს, უკრაინის ომის შედეგად გამოწვეულ სურსათის კრიზისს განიხილავს. ამის შესახებ ელისეს სასახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. იუწყება CNN.
„უკრაინის ომის გავლენები მკვეთრად იგრძნობა აფრიკის კონტინენტზე, რომელიც ძალიან არის დამოკიდებული უკრაინის სოფლის მეურნეობის ექსპორტზე. ეს მოგზაურობა იქნება შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ გრძელვადიან ინვესტიციებს დაუცველ ქვეყნებში, განსაკუთრებით, აფრიკაში“, - განაცხადა სპიკერმა.
მაკრონი კამერუნის 89 წლის პრეზიდენტს, პოლ ბიას შეხვდება. ეს არის საფრანგეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ამ 2015 წლის შემდეგ. ორშაბათს დაწყებული ტურის განმავლობაში მაკრონი ასევე ისაუბრებს უსაფრთხოებასა და ტერორისტულ საფრთხეზე, რომლებიც კვლავ ვრცელდება საჰელსა და დასავლეთ აფრიკაში.
ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ასევე იმყოფება აფრიკაში.