ოთხშაბათს ფრანკფურტისა და მიუნხენის აეროპორტებიდან თითქმის ყველა ფრენა გაუქმებულია, რადგან Lufthansa-ს სახმელეთო პერსონალი ანაზღაურების გამო გაფიცვას აპირებს. კომპანიამ განაცხადა, რომ ფრანკფურტის აეროპორტიდან 646 ფრენას და მიუნხენიდან კი, 330 ფრენას გააუქმებს. Anadolu-ს ცნობით, Lufthansa მგზავრებს აფრთხილებს, რომ გაფიცვამ შესაძლოა, ამ კვირის ბოლოს ფრენების შემდგომი გაუქმება ან შეფერხება გამოიწვიოს.
Deutsche Lufthansa-ს (LHAG.DE) თანამშრომლები ოთხშაბათს ერთდღიან გაფიცვას მოაწყობენ. Reuters-ის ცნობით, გაფიცვებმა და პერსონალის დეფიციტმა უკვე აიძულა ავიაკომპანიები, მათ შორის Lufthansa, ათასობით ფრენა გაეუქმებინათ, რამაც მთავარ აეროპორტებში მრავალსაათიანი რიგები გამოიწვია.
Lufthansa-ს სახმელეთო დანაყოფების თანამშრომლების გაიფიცვა დამატებით პრობლემებს შექმნის, რადგან საუბარია ისეთ თანამშრომლებზე, რომლებსაც ეხებათ თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურება და ბორტზე გადაადგილება. გაფიცვა გავლენას მოახდენს გერმანიის აეროპორტებზე, მათ შორის ფრანკფურტის, დუსელდორფისა და ბერლინის ჩათვლით.
ფროფკავშირებმა გასულ თვეს მოითხოვეს ხელფასების 9,5%-ით გაზრდა დაახლოებით 20,000 მუშაკისთვის, რადგან ინფლაციამ იკლო და აეროპორტები პერსონალის დეფიციტის გამო გადატვირთულია.
Lufthansa თავის მხრივ, თავისი პირობები წარმოადგინა, რასაც პროფესიული კავშირი არ დაეთანხმა.
ხელფასების შესახებ მოლაპარაკებების ორი რაუნდი უკვე გაიმართა. მესამე რაუნდი 3 და 4 აგვისტოს არის დაგეგმილი.