ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ოფიციალური პირები მუშაობენ, რათა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში მისი პოტენციური მოგზაურობის რისკებში დაარწმუნონ. ამ ინფორმაციას CNN ავრცელებს და წერს, რომ წყაროები, რომლებსაც სპიკერის გეგმებზე ფლობენ ინფორმაციას, ამბობენ, რომ ნენსი პელოსი უახლოეს კვირებში აპირებს ვიზიტს აზიაში.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, პენტაგონის ოფიციალურმა პირებმა გასულ კვირას აცნობეს სპიკერს ტაივანსა და რეგიონში გამწვავებული დაძაბულობის შესახებ. მისივე ცნობით, ამ შეხვედრას თეთრი სახლის ოფიციალური პირებიც ესწრებოდნენ.
უფრო ვრცლად, გაეცანით სტატიას