ფილიპინების კუნძულ ლუზონზე 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათობით დაშავდა.
ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრამ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში შენობების დაზიანება და მეწყერი გამოიწვია.
ამასთან, როგორც ცნობილია, მიწისძვრის ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა დედაქალაქ მანილაშიც.