პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის კონტაქტი კოვიდინფიცირებული მეუფე ანტონი იყო.
როგორც Europetime-ს პატრიარქის ექიმმა ცისანა შარტავამ განუცხადა, ვანის და ბაღდათის მიტროპოლიტს, მეუფე ანტონს პატრიარქთან კონტაქტი არ ჰქონია.
მისი თქმით, მეუფეს კორონავირუსი 4 იანვარს დაუდასტურდა.
„შორენა თეთრუაშვილს მეუფე ანტონთან კონტაქტი 3 იანვარს ჰქონდა. მეუფე ახლა კლინიკაშია მოთავსებული, პატრიარქის მდივანი - იზოლაციაში. ველოდებით შორენა თეთრუაშვილის ტესტის პასუხს”, -განუცხადა europetime-ს ცისანა შარტავამ.
დღეს პატრიარქის საშობაო წირვაზე ტრადიციული საშობაო ეპისტოლე არ წაუკითხავთ. საპატრიარქოში განაცხადეს რომ საშობაო ეპისტოლეს ბეჭდვა და გამოქვეყნება ტექნიკური ხარვეზის გამო დაგვიანდა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცი პატრიარქის მდივნის შორენა თეთრუაშვილის იზოლაციაში გადაყვანის შესახებ.