ინდოეთში, მეხის დაცემის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა

აღმოსავლეთ ინდოეთში, ბიჰარის შტატის 8 დასახლებაში, მეხის დაცემის შედეგად, 20 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC წერს.

როგორც შტატის ხელისუფლების წარმომადგენელმა განაცხადა, თითოეული დაღუპულის ოჯახს კომპენსაციას გადაუხდიან.

ამასთან, როგორც გამოცემა წერს, ყოველწლიურად, ინდოეთში, მუსონური წვიმების დროს, მეხის დაცემის შედეგად, ასობით ადამიანი იღუპება.