Telegraph-ის ცნობით, ბორის ჯონსონი შესაძლოა, NATO-ს გენერალური მდივანი გახდეს

Telegraph-ის ცნობით, ბორის ჯონსონი შესაძლოა, NATO-ს გენერალური მდივანი გახდეს. ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, კონსერვატიული პარტიის ლიდერებში ჯონსონს მხარდაჭერა აქვს.  ჯონსონის კანდიდატურას ასევე დაუჭირეს მხარი თავდაცვის კომიტეტის წევრებმა, რიჩარდ დრაქსმა და მარკ ფრანსუამ, ასევე ბრიტანეთის „ბრექსიტის“ ყოფილმა მინისტრმა, დევიდ ჯონსმა.

ბრიტანელ კანდიდატს ამ თანამდებობაზე უპირატესობას ანიჭებს ის გარემოება, რომ აშშ-ის აქვს უნდობლობა სხვა ფიგურების მიმართ, რომლებიც დაიკავებდნენ პოსტს, ევროკავშირის ახალი არმიის გეგმების გათვალისწინებით“.

ბრიტანეთს ასევე ენდობიან ბალტიისპირეთის ქვეყნები და ჯონსონმა პირადად მოიპოვა საერთაშორისო ნდობა ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ საერთაშორისო კოალიციის შექმის ძალისხმევისთვს. აქვე, გამოცემა ვარაუდობს, რომ ჯონსონს სავარაუდოდ, საფრანგეთი არ დაუჭერს მხარს.