რუსეთმა და ირანმა თვითმფრინავების ნაწილებისა და აღჭურვილობის ექსპორტზე შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რის შედეგადაც ირანი რუსეთს თვითმფრინავების ნაწილებსა და აღჭურვილობას მიაწვდის. შეთანხმების თანახმად, ირანის სარემონტო ცენტრები რუსულ გემებს სარემონტო-ტექნიკურ მომსახურებას და ტექნიკურ დახმარებას გაუწევენ. ამის შესახებ ისლამური რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტის (CAO) წარმომადგენელმა მირაქბარ რაზოვმა განაცხადა.
გარდა ამისა, მოსკოვმა და თეირანმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც, სამგზავრო ფრენების რაოდენობა კვირაში 35-მდე გაიზრდება.
პუტინმა ირანში 20 ივლისს გამართა მოლაპარაკებები უზენაეს ლიდერთან, აიათოლა ალი ხამენეისთან. შედგა სამმხრივი შეხვედრა ირანის, თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების მონაწილეობით.
პუტინის ვიზიტს წინ უძღოდა თეთრი სახლის ინფორმაცია, რომლის თანახმად, ირანი ემზადება, რომ რუსეთს ასობით უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის, დრონები მიაწოდოს. ირანმა ეს ცნობა უარყო.