ლიეტუვამ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ კირილს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის მხარდაჭერის გამო.
„პატრიარქი კირილი, ვლადიმერ პუტინის უახლოესი მოკავშირეა, ის უკრაინის წინააღმდეგ ომის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია და არაერთხელ საჯაროდ გამოუთქვამს დადებითი შეფასება რუსეთის აგრესიის შესახებ“, – ნათქვამია ლიეტუვის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან, მოსკოვის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს ლიეტუვაში შესვლა 2027 წლის 23 ივნისამდე აეკრძალა.