თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდორანი და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სოჭის შეხვედრაზე სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ამის შესახებ, თურქული დროენების Bayraktar TB2-ის შესაძლო ერთობლივ წარმოებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხი მუდმივად არის ორი ქვეყნის დღის წესრიგში“, - განაცახდა პესკოვმა.
მისი თქმით, მხარეებს შორის ბოლო კონტაქტისას, სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხი აქტუალური იყო. „როგორც წესი, თურქეთის და რუსეთის ლიდერების ყველა შეხვედრაზე სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხის ყველა ასპექტი განიხილება“, - აღნიშნა პესკოვმა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 5 აგვისტოს, სოჭშია დაგეგმილი.