პეკინის მსოფლიოში უდიდესმა საერთაშორისო აეროპორტმა ორწლიანი შეზღუდვის შემდეგ, პირდაპირი ფრენები განაახლა. ამის შესახებ Bloomberg იუწყება.
ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ჩინეთმა საზღვრებზე საგანგებო მდგომარეობა ნაწილობრივ შეამსუბუქა, რომელიც მსოფლიოში ამ დრომდე ყველაზე მკაცრი რჩება.
პეკინმა აეროპორტში პირდაპირი ფრენები 2020 წლის დასაწყისიდან COVID19-ის პანდემიის გამო შეაჩერა.