აქციის მონაწილეები ბაღდადის ცენტრში, ერაყის პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ

დემონსტრანტები ერაყის პრემიერ-მინისტრად მუჰამედ შიახ ალ-სუდანის წარდგენის გამო, ბაღდადის ცენტრში, მწვანე ზონაში მდებარე პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ. 

უსაფრთხოების ძალებმა და სამხედროებმა მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, მაგრამ დემონსტრანტების ნაკადი მაინც ვერ შეაჩერეს. 

აქტივისტები ნაციონალური დროშებით ერაყის პარლამენტის ჰოლში იმყოფებიან. დაცვა მათთვის წინააღმდეგობის გაწევას ცდილობს. 

ალ-სუდანის პრემიერად დასახელებას, რადიკალი იმამი მუქთადა ალ-სადრი ეწინააღმდეგებოდა, რომელიც თეირანთან დაახლოებულ შიიტ პოლიტიკოსად ითვლება. ის ქვეყანაში ირანის გავლენის გაძლიერების მოწინააღმდეგეა.