დონალდ ტრამპის Facebook და Instagram გვერდები მინიმუმ ორი კვირით დაიბლოკება

Facebook-ის გენერალური დირექტორის თქმით, სოციალური გვერდი მოქმედი პრეზიდენტის ანგარიშსს მინიმუმ ორი კვირით დაბლოკავს, დაწერა ცუკერბერგმა გვერდის პუბლიკაციაზე.

კომპანიის გადაწყვეტილება უკავშირდება ტრამპის მხარდამჭერების შეჭრას კაპიტოლიუმში. „კონგრესის მიერ არჩევნების შედეგების დამტკიცების შემდეგ, მთელი ქვეყნის პრიორიტეტი ინაუგურაციამდე დარჩენილი 13 დღის მშვიდობიანად და დემოკრატიული ნორმების დაცვით გატარება უნდა იყოს.“- ამბობს ცუკერბერგი. ცუკერბერგი აღნიშნავს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებები ისედაც მძიმე პოლიტიკურ ვითარებას დამატებით ამწვავებს.

აშშ-ს კონგრესმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა საარჩევნო კოლეგიის მიერ მიცემული ხმები, რომლის მიხედვითაც მომდევნო პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდება, ვიცე-პრეზიდენტი კი - კამალა ჰარისი. პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს არის დაგეგმილი. ამ სხდომას წინ კაპიტოლიუმში ტრამპის მხარდამჭერთა ნაწილის შეჭრა უძღვოდა, რასაც კონგრესმენთა ევაკუაცია მოყვა. არეულობის დროს მომხდარ შეტაკებებს ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არჩეულმა პრეზიდენტმა ჯონ ბაიდენმა მომხდარი დონალდ ტრამპის მიერ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს დაუკავშირა. თავად ტრამპმა კი განაცხადა, რომ მას არჩევნები "მოპარეს", მაგრამ მხარდამჭერებს დაშლისკენ მოუწოდა.

დონალდ ტრამპის მხარდამჭერები აშშ-ის კონგრესის შენობაში შეიჭრნენ.

ვაშინგტონის პოლიციის განცხადებით, კონგრესში შეჭრისა და არეულობის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა.

"მიუხედავად იმისა, რომ მე საერთოდ არ ვეთანხმები არჩევნების შედეგებს, 20 იანვარს ხელისუფლების ორგანიზებული გადაცემა მოხდება"- განაცხადა დონალდ ტრამპმა.