8 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა მოსკოვში, ჰოსტელში გაჩენილი ხანძრის შედეგად.
ცეცხლი ალმა-ატის ქუჩაზე მდებარე შენობის მე-16 სართულზე გაჩნდა და 150 კვადრატულ/მეტზე გავრცელდა.
„ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამინისტროში.
შემთხვევის ადგილზე რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცენტრალური ოფისის კომისიაა მივიდა.