NATO-ს შვიდი ქვეყნის მოიერიშე და სადაზვერვო თვითმფრინავების მონაწილეობით, რუმინეთის თავზე საჰაერო-საბრძოლო წვრთნები ჩაატარდა. მანევრების მიზანი თავსებადობისა და მზადყოფნის დემონსტრირებაა. ალიანსის ცნობით, კომბინირებულ წვრთნებში მონაწილეობა მიიღო NATO-ს 20-ზე მეტმა გამანადგურებელმა თვითმფრინავმა, ტანკერმა და ადრეულმა გამაფრთხილებელმა თვითმფრინავმა, ასევე ჩართული იყვნენ სახმელეთო საჰაერო თავდაცვის სისტემები.
ერთდღიანი წვრთნები მოიცავდა რუმინული F-16 ტიპის მოიერიშეების, ფრანგული და გერმანული საბრძოლო თვითმფრინავების მანევრებს, ასევე, წვრთნებში მონაწილეობდნენ აშშ-ის EA-18 მოიერიშე თვითმფრინავები, რომლებიც ხმელთაშუა ზღვაში USS Harry S. Truman-ის გადამზიდავიდან გაიგზავნა. წვრთნებში ასევე მონაწილეობდნენ ბელგია, ესპანეთი და დიდი ბრიტანეთი.
„NATO-ს ძალების მდგრადი მზადყოფნა გაზრდილი დაძაბულობის ფონზე იძლევა პოტენციურ აგრესიაზე ქმედითი და საიმედო პასუხის შესაძლებლობას. ადგილობრივ რუმინულ F-16 ტიპის მოიერიშეებს შეუერთდნენ ფრანგული Rafale და გერმანული Tornado-ს წარმოების თვითმფრინავები, რომლებიც თავიანთი შიდა ბაზებიდან განლაგდნენ. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის საპასუხოდ, NATO-მ მნიშვნელოვნად გააძლიერა თავისი ყოფნა ჩვენი ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, მეტი ჯარით, საზღვაო ყოფნითა და თვითმფრინავით“, - აღნიშნულია ალიანსის ინფორმაციაში.