გერმანია უკრაინას 16 ჯავშანტექნიკის ხიდ Biber-ს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის თავდაცვის სამინისტრო Twitter-ზე ავრცელებს.
გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯავშანტექნიკის ხიდები უკრაინის სახმელეთო ძალებს შემდგომი მხარდაჭერის მიზნით გადაეცემა და უკრაინელებს მათი გამოყენება წყლის ან სხვა წინააღმდეგობის მარტივად დასაძლევად შეუძლიათ.
უკრაინული მედიის ცნობოოთ, Biber-ები გამოიყენება, მაშინ, როდესაც ჯარებს თხრილებისა და წყლის ზედაპირზე სწრაფად გადაადგილება სჭირდებათ და მათ 20 მეტრზე მეტი სიგრძის წინაღობის გადალახვაც კი შეუძლიათ.
ამასთან, მედია წერს, რომ უკრაინა ევროპის ერთ-ერთ ქვეყანასთან შეიარაღებული ძალებისთვის გერმანული Leopard-ის საბრძოლო ტანკების მიწოდებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.