ჰიტლერის საათი აუქციონზე $1,1 მილიონად გაიყიდა

ნაცისტების ლიდერის, ადოლფ ჰიტლერის საათი, აშშ-ში აუქციონზე $1,1 მილიონად ანონიმურმა პირმა იყიდა. 

1930 წელს გამოშვებულ Huber-ის ბრენდის საათზე სვასტიკა და ინიციალები AH ამოტვიფრული. 

„ანდრეას ჰუბერის“ ოქროს მაჯის საათი, რომელიც, სავარაუდოდ, ჰიტლერს 1933 წლის 20 აპრილს, 44 წლის იუბილეზე გადასცეს. მაშინ ის ყოფილ კანცლერ პოლ ფონ ჰინდენბურგთან ერთად ბავარიის საპატიო მოქალაქედ დასახელდა. საათზე სამი თარიღია: ჰიტლერის დაბადების დღე, თარიღი, როდესაც ის გახდა კანცლერი და დღე, როდესაც ნაცისტურმა პარტიამ 1933 წლის მარტში არჩევნები მოიგო. 

აუქციონის სახლის ცნობით, საათი სუვენირად მაშინ აიღეს, როდესაც 1945 წლის მაისში ბერგჰოფში, ჰიტლერის თავშესაფარში 30-მდე ფრანგი ჯარისკაცი შეიჭრა. 


ცნობისათვის, ადოლფ ჰიტლერი იყო გერმანელი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე. გერმანიის ფიურერი და რაიხსკანცლერი, ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტიის ლიდერი. ჰოლოკოსტისა და მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი ინიციატორი.