CNN-ი თეთრ სახლზე დაყრდნობით იუწყება, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ნეგატიური ტესტის შემდეგ, COVID19 ხელმეორედ დაუდასტურდა.
მისი ექიმის განცხადებით, ჯო ბაიდენს სიმპტომები არ აქვს, თუმცა თვითიზოლაციაში გადასვლა მაინც მოუწევს.
თეთრმა სახლმა 21 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბადენს კორონავირუსი დაუდასტურდა.