შვეიცარია ჩინეთს სანქციებით ემუქრება, თუ პეკინი ტაივანში შეიჭრება

ტაივანში პეკინის შეჭრის შემთხვევაში, შვეიცარია ჩინეთს სანქციებით ემუქრება. შვეიცარიის სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელიც ეკონომიკურ სანქციებს ახორციელებს, ელის, რომ ქვეყანა ნებისმიერ სადამსჯელო ზომას, რომელსაც ევროკავშირი  ჩინეთის წინააღმდეგ წამოიწყებს, თუ ის ტაივანში შეიჭრება. 

მისივე თქმით, ჩინეთის შემთხვევაში სანქციები ბევრად უფრო მკვეთრი იქნება (ვიდრე სანქციები რუსეთის წინააღმდეგ), რადგან ეკონომიკური ურთიერთობები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია.

„ამიტომ, ალბათ, უფრო დიდი დისკუსია იქნება ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებში, ისევე როგორც შვეიცარიაში, ვიდრე იყო რუსეთში, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ აქამდე საქმე არასდროს მოვა“, - განაცხადა ფლაიშმა.

Reuters-ის ცნობით, ჩინეთი ტაივანის გარშემო სამხედრო აქტივობას აძლიერებს, რათა ჩინეთის სუვერენიტეტის გასავრცელებლად, დემოკრატიულად არჩეულ მთავრობაზე ზეწოლა მოახდინოს. ტაივანის მთავრობა ამბობს, რომ მხოლოდ კუნძულის 23 მილიონ ადამიანს შეუძლია, თავად გადაწყვიტოს თავისი მომავალი და მიუხედავად იმისა, რომ მას მშვიდობა სურს, თავდასხმის შემთხვევაში თავს დაიცავს.

ასევე წაიკითხეთ