ნენსი პელოსი აზიის ოთხ ქვეყანას ეწვევა, თუმცა სპიკერის ოფისი ტაივანს არ ახსენებს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი კვირას აზიის ოთხ ქვეყანას ეწვევა, ამის შესახებ მისმა ოფისმა განაცხადა, თუმცა ტაივანი არ უხსენებია. იუწყება Reuters-ი.

„სპიკერი ნენსი პელოსი ხელმძღვანელობს კონგრესის დელეგაციას ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში, მათ შორის, ვიზიტებს სინგაპურში, მალაიზიაში, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში“, - ნათქვამია პელოსის ოფისის პრესრელიზში.

მისივე თანახმად, ვიზიტი ფოკუსირებული იქნება ორმხრივ უსაფრთხოებაზე, ეკონომიკურ პარტნიორობასა და დემოკრატიულ მმართველობაზე ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში.

გაეცანით სტატიას