ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის (PLA) სწავლება, რომლის დროსაც DF-17 ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტა გამოსცადეს, ტაივანიდან 120 კილომეტრის დაშორებით, კუნძულ პინგტანთან გაიმართა.
ამ გამოცდას, ტაივანაში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის შესაძლო ვიზიტის გარშემო შექმნილი დაძაბულობა უძღოდა წინ. წყაროებზე დაყრდნობით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს, დაარწმუნოს ნენსი პელოსი, რომ ტაივანში მოგზაურობა რისკებს შეიცავს.
საბოლოოდ, ოფიციალური ინფორმაციით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი აზიურ ტურს მართავს, თუმცა სპიკერის ოფისს ტაივანი არ უხსენებია.
„სპიკერი ნენსი პელოსი ხელმძღვანელობს კონგრესის დელეგაციას ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში, მათ შორის, ვიზიტებს სინგაპურში, მალაიზიაში, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში“, - ნათქვამია პელოსის ოფისის პრესრელიზში.
გაეცანით სტატიას