ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რიგაში პრორუსი პოლიტიკოსი რუსლან პანკრატოვი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ოპოზიციონერი აქტივისტი დეგი კარაევი ავრცელებს.
მანამდე რუსლან პანკრატოვი რიგის თვითმმართველობის დეპუტატი პარტია „თანხმობის“ სიით გახდა. ის ხელმძღვანელობდა ორგანიზაცია „დაგვიბრუნეთ ჩვენნი სახელები“. პანკრატოვი 48 საათით დააკავეს, თუმცა ოფიციალური მიზეზი ამ დრომდე უცნობია.