1-ელი აგვისტოდან ევროკავშირში რუსული ნახშირის იმპორტი აიკრძალა. აღნიშნული შეზღუდვები უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო დაწესდა.
ამ სანქციის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირმა 2022 წლის აპრილში მიიღო.
რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, 2021 წელს ქვეყანამ ევროპაში 48,7 მილიონ ტონაზე მეტი ნახშირი გაიტანა.
დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკოლაი შულგინოვმა განაცხადა, რომ არსებული ვითარების პირობებში რუსულ კომპანიებს ალტერნატიული ბაზრების მოძებნა მოუწევთ.