აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ჩინეთს მოუწოდა, რომ ტაივანში ნენსი პელოსის შესაძლო ვიზიტის შემთხვევაში, ვითარება არ გაამწვავოს.
„თუ სპიკერი ვიზიტის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს და ჩინეთი რაიმე სახის კრიზისის შექმნას ან სხვაგვარად დაძაბულობის ესკალაციას შეეცდება, ეს პეკინის გადაწყვეტილება იქნება. ჩვენ მოველით, რომ ჩინეთი პასუხისმგებლობით იმოქმედებს და ესკალაციაში არ ჩაერთვება“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსმა აზიური ტურნე სინგაპურში ლიდერებთან შეხვედრებით დაიწყო. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდა.
სპიკერის ოფისის თანახმად, პელოსი სინგაპურს, მალაიზიას, სამხრეთ კორეასა და იაპონიას ეწვევა, რათა განიხილოს ვაჭრობის, COVID-19-ის პანდემიის, კლიმატის ცვლილების, უსაფრთხოებისა და „დემოკრატიული მმართველობის“ საკითხები განიხილოს.
პარალელურად, პეკინში, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა კვლავ გაიმეორა, რომ „თუ ნენსი პელოსი ტაივანს ეწვევა, ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება“.
გაეცანით სტატიას