კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მელანი ჟოლის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო, რუსეთის წინააღმდეგ კანადამ სანქციები გააფართოვა.
ახალი სანქციები 43 სამხედრო პირსა და 17 ორგანიზაციაზე ვრცელდება, რომლებიც „რუსეთის პრეზიდენტის მიერ ბუჩასა და სხვა ადგილებში მოწყობილ სისხლისღვრებში მონაწილეობდნენ“.
„კანადა, ცალსახად გმობს უკრაინაში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობებს და გამოიყენებს ყველა საშუალებებს იმისთვის, რომ საერთაშორისო სამართლის დარღვევის ფაქტების გამოძიება მთელ უკრაინასა და ბუჩაში სამართლიანად წარიმართოს“, - ნათქვამია კანადის ხელისუფლების პრესრელიზში.
შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს კანადამ პერსონალური სანქციები რუსეთის 29 მოქალაქეს დაუწესა.
კანადის ხელისუფლების მონაცემებით, რუსეთის მიერ 2014 წელს ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, კანადამ სანქციები რუსეთის 1600 ფიზიკურ და იურიდიულ პირს დაუწესა, ხოლო უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კი სანქციები კიდევ რუსეთისა და ბელორუსის 1150 ფიზიკურ და იურიდიულ პირზე გავრცელდა.