თურქეთს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაცია სურს, ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ტაშკენტში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან და უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ვლადიმერ ნოროვთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, სამხრეთ კავკასიაში კომუნიკაციის გახსნა რეგიონის ქვეყნებს სარგებელს მოუტანს.
„ამჟამინდელი გლობალური კრიზისი გზას უხსნის არამხოლოდ რისკებს, არამედ ახალ შესაძლებლობებს. ამიტომ, სამმხრივი კავშირების გაფართოებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. თურქეთი ცდილობს, გააფართოოს სავაჭრო კავშირები აზერბაიჯანთან და უზბეკეთთან", - აღნიშნა ჩავუშოღლუმ.