სერგეი ლავროვი ტაშკენტში ჩავიდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ჩავიდა. ინფორმაციას უზბეკეთის მედია რუსეთის საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს. 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს აეროპორტში უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ვლადიმირ ნოროვი დახვდა. 

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში იგეგმება უზბეკეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები და ორმხრივი შეხვედრები. სერგეი ლავროვის ვიზიტი ტაშკენტში 29 ივლისს დასრულდება. 

მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აფრიკის ქვეყნებში იმყოფებოდა, ხოლო აფრიკის ტურნემდე, თეირანში ირანის პრეზიდენტს შეხვდა.