თურქეთში ინფლაცია მაქსიმალურ ნიშნულზეა

თურქეთში ინფლაცია განუხრელად იზრდება. თურქსტატის მონაცემებით, ივლისში ინფლაცია 79.6%-მდე გაიზარდა, ივნისში ეს მაჩვენებელი 78.6% იყო. 

ამავდროულად, თურქეთში ფასების ზრდა ზედიზედ 14 თვეა ჩქარდება. სამომხმარებლო ფასები ივლისში კიდევ 2,37% გაიზარდა. ივნისში ზრდა 4,95% იყო.

ამგვარად, სატრანსპორტო მომსახურების ღირებულება ერთ წელიწადში 2.2-ჯერ (+119.1%), ენერგომატარებლების ფასი 2.3-ჯერ (+129.3%) გაიზარდა. სურსათისა და სასმელის ფასი თითქმის გაორმაგდა, ზრდა 94,65%. საცხოვრებელი და კომუნალური მომსახურების ღირებულება 70%-ით გაძვირდა, ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა კი 88,4%-ით.

ცნობისათვის, თურქეთში ინფლაციამ ზრდა 2021 წლის შემოდგომაზე დაიწყო. ლირა მკვეთრად დაეცა მას შემდეგ, რაც ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 14 პროცენტამდე შეამცირა.


 წაიკითხეთ სტატია: