ირანის ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები 4 აგვისტოს, ვენაში განახლდება - ამის შესახებ POLITICO სამ წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, შეხვედრების ძირითადი ნაწილი ვენაში, სასტუმრო Palais Coburg-ში გაიმართება. წყაროების ცნობით, რამდენ ხანს გაგრძელდება მოლაპარაკებების რაუნდები, ამ დროისთვის უცნობია.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავსტრიის დედაქალაქში ირანის დელეგაცია ალი ბაგერი კანის ხელმძღვანელობით ჩავა. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილემ ენრიკე მორამ 3 აგვისტოს განაცხადა, რომ ვენაში ბირთვულ შეთანხმებაზე გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობს.
18 აპრილს, ირანმა განაცხადა, რომ ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმება, კვლავ ჩიხშია. მანამდე, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ემირ აბდულაჰიანმა ოფიციალური ვიზიტით ლიბანში ყოფნისას განაცხადა, რომ ირანი აშშ-სთან „ბირთვული შეთანხმებისთვის“ მზადაა.
2015 წელს დადებული შეთანხმება ირანს, გერმანიას, ჩინეთს, საფრანგეთს, რუსეთს, ბრიტანეთს და შეერთებულ შტატებს შორის ირანს სანქციებისგან ათავისუფლებდა, თუ ქვეყანა ბირთვულ პროგრამას შეზღუდავდა.
შეთანხმებიდან ამერიკა 2018 წელს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით გავიდა. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ მაშინ ირანი გააკრიტიკა და სანქციების ახალი პაკეტი შემოიღო. ტრამპის ადმინისტაციაში მიაჩნდათ, რომ შეთანხმება სუსტი იყო და ის არ იყო საკმარისი, რათა ირანს შეეზღუდა ბირთვული პროგრამები.
ასევე წაიკითხეთ